ნატო გოგელია: რაც ხდება საავადმყოფოებში, ჯოჯოხეთია და ამ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზა – აცრაა
ჟურნალისტი ნატო გოგელია კოვიდსაწინააღმდეგო აცრის აუცილებლობაზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს.
ჟურნალისტი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ის ერთადერთი გამოსავალია იმ „ჯოჯოხეთიდან, რაც საავადმყოფოებსა და მორგებში ხდება”.
„რამდენიმე ადამიანმა ჩამიგდო სქრინი, სადაც ერთი …. ალტინფოელი ანტივაქსერი მლანძღავს და ჩემ მიერ გაგზავნილ საპასუხო „იდი ნა…ზე“ საოცრებებს წერს… ეს ის შემთხვევაა, როცა არ მაინტერესებს, რას იტყვის ვიღაც ტვინგამორეცხილი და რას უპასუხებენ მისი მიმდევრები. ეს ის შემთხვევაა, როცა საჯაროდაც შემიძლია ვუთხრა – „იდი ნა ხ…ი“!
თქვენ კი #აიცერით ხალხო! აუცილებლად აიცერით!
დღეს ბაბუა უნდა დავკრძალოთ – ჩემთვის განსაკუთრებულად სხვანაირი და გამორჩეული! სახლში, სამსახურიდან მისულს პირველი რომ მკითხვდა, ხომ არ გშიაო. ის ბაბუა, რომელიც ყველაზე პირველად დარეგისტრირდა აცრაზე, მაგრამ ვერ ავცერი, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ მისცა ამის საშუალება! სამწუხაროდ, ვერ მოერია ამ ვერაგ ვირუსს! აცრილი არ იყო და თანამდევ დაავადებას ვერ გაუმკლავდა!
დღეს ვკრძალავთ და მისი ბოლო ღამე ამიერში საკუთარ სახლშიც ვერ დავასვენეთ, იმიტომ რომ სახლში ყველა ვირუსს ებრძვის!
ბოლო გზაზე, ამ ვირუსის გამო ვერც მისი ცოლი, ვერც შვილი და ვერც და ვერ აცილებს!
#აიცერით და გადარჩებით, სხვებსაც გადაარჩენთ!
არ მოგიყვებით, რა ხდება საავადმყოფოებში, სადაც ადგილები არაა, არც იმას მოგიყვებით, რა ვითარებაა მორგში და მიცვალებულის წასაყვანად არსებულ რიგებში! მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ეს ჯოჯოხეთია და ამ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზა #აცრაა!
მშვიდად იძინე, ჩემო ჯუდი”, – წერს გოგელია სოციალურ ქსელში.