19 000 ცარიელი ვაქცინის ამპულა – საახალწლო ნაძვის ხე ბუქარესტში

ყველზე უჩვეულო და ორიგინალური საახალწლო ნაძვის ხეების კონკურსი რომ ტარდებოდეს, ერთ-ერთი ფავორიტი უდავოდ რუმინეთის დედაქალაქში, ბუქარესტში ყველაზე მასშტაბურ ვაქცინაციის ცენტრში განთავსებული ნაძვის ხე იქნებოდა. 2022 წლის საახალწლო ხე ცენტრის თანამშრომლებმა 19 000 ცარიელი ვაქცინის ამპულისგან ააწყვეს და ფერადი LED ნათურებით გაანათეს. ცენტრში ამბობენ, რომ ეს მადლობის მესიჯია იმ ადამიანებისთვის, ვინც მათ ნდობა გამოუცხადა და აქ აიცრა.

კომენტარები

სხვა სიახლეები