კრასნოიარსკის ეპარქიის იღუმენმა, ინოკენტი ნილოვმა კოვისპასპორტებზე დატანილ, QR კოდებთან დაკავშირებულ, მრევლში არსებულ კითხვებს უპასუხა – ხომ არ არის ასეთი კოდი ანტიქრისტეს ბეჭედი.
მისი თქმით, QR კოდი არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და არც სამყაროს აღსასრულის სიახლოვეზე მიუთითებს.
”ანტიქრისტეს ნამდვილი ბეჭედი მოითხოვს ქრისტეს უარყოფას”, – დასძინა მან.
გარდა ამისა, სასულიერო პირმა მოუწოდა მოქალაქეებს, რომლებიც უკვე კორონავირუსისგან აიცრნენ, არ განსაჯონ ისინი, ვინც არ აცრილა და პირიქით.
“პავლე მოციქულმა თქვა, რომ ვინც არ ჭამს ხორცს, არ უნდა გაკიცხოს, ის ვინც მას ჭამს, და ვინც ჭამს ხორცს, არ უნდა გაკიცხოს ის, ვინც მას არ ჭამს”, – თქვა იღუმენმა.