ზაზა თელია: სკოლაში აუცრელმა ინფიცირებულმა მასწავლებელმა ნახევარი კლასი დააინფიცირა

დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში პანდემიის შეჩერების პროცესში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და  წერს, თუ რა შედეგი მოაქვს აცრას და როგორ ეხმარება აცრილი ადამიანი რთული ვითარების შემსუბუქებაში სამედიცინო პერსონალს.

როგორც ის ამბობს, რაც უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდება ვირუსით, იმიტომ რომ ისინი არ არიან აცრილები – მით მეტია ვირუსის რეპლიკაციის ციკლის რაოდენობა, რომელსაც ვირუსი გაივლის. ეს იმას ნიშნავს, რომ მეტია რენდომული მუტაციების რაოდენობა,  რაც, შესაბამისად, ზრდის ახალი შტამის წარმოქმნის ალბათობას.

„არსებულ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებით რატომ უნდა იყოს „COVID-19“-ის  საწინააღმდეგო ვაქცინაცია მასობრივი, სავალდებულო და არა მიზნობრივი?

რატომ შეიძლება მოახდინოს გავლენა კონკრეტული ადამიანების გადაწყვეტილებამ, – აიცრას ან არ აიცრას, – სხვა დანარჩენ მოსახლეობაზე?

გავცეთ პასუხები: 

  1. როგორც ვიცით, არცერთი არსებული ვაქცინა არ არის 100 პროცენტით ეფექტური (ზუსტი ეფექტურობა დღემდე უცნობია), ეს იმას ნიშნავს, რომ – აუცრელმა ადამიანმა შეიძლება დააინფიციროს აცრილი.

მაგალითად, მრავალი შემთხვევაა, როდესაც ვაქცინირებული ადამიანი დაინფიცირდა აუცრელი ოჯახის წევრისგან.

  1. ჯერჯერობით ვერცერთი ვაქცინით ვერ აიცრება ყველა ადამიანი,

ანუ არსებობს ძალიან მცირე უკუჩვენებები, რომელთა გამოც კონკრეტული ადამიანები ვერ აიცრებიან (მაგალითად, ალერგიული რეაქცია ვაქცინაში შემავალ კომპონენტებზე), ასევე, ვაქცინები არ არის დამოწმებული გამოსაყენებლად 12 წლამდე ბავშვებში.

ინფიცირებულმა აუცრელმა ადამიანმა შეიძლება დააინფიციროს  ბავშვები  თავის გარშემო.

 მაგალითად, სკოლაში აუცრელმა ინფიცირებულმა მასწავლებელმა დააინფიცირა ნახევარი კლასი (წინა  მერხებზე მსხდარნი)-https://www.cdc.gov/mmwr/volumes/70/wr/mm7035e2.htm

  1. როდესაც აუცრელი ინფიცირებული პაციენტები ჰოსპიტალიზდებიან, იხარჯება დიდი რაოდენობით რესურსი – ინტენსიური პალატის საწოლები, სასუნთქი აპარატები, ადამიანური მოვლის რესურსები, ლაბორატორიული კვლევები, დრო და ასე შემდეგ.

ეს გავლენას ახდენს  თითოეულ ჰოსპიტალში მყოფ პაციენტზე, ანუ რესურსი ნაწილდება, ანუ ადამიანური და ტექნიკური რესურსი ამოწურვადია.

  1. აუცრელი საზოგადოების გამო რთული ეპიდსტატისტიკით განპირობებული არსებული შეზღუდვების არსებობა, ახალი შეზღუდვების დაწესება, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ყველა ადამიანის სოციო-ეკონომიკურ ვითარებაზე.
  1. დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი:

ახალი პოტენციურად მუტირებული შტამების გაჩენის მომატებული რისკი.

როდესაც ყოველი ვირუსული ნაწილი განიცდის რეპლიკაციას (გამრავლებას) უჯრედში – ეს რეპლიკაციის პროცესი არ არის 100-პროცენტიანი სიზუსტის, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი რეპლიკაციური პროცესის დროს არსებობს მცირე შანსი, მოხდეს ვირუსის გენეტიკურ კოდში ცვლილება, რაც, შესაბამისად, ნიშნავს ახალ მუტაციას

ბევრი ასეთი მუტაცია გახლავთ ე.წ, ჩუმი მუტაციები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ რაიმე ტიპის გავლენა ვირუსის ფუნქციონირებასა და ფორმაზე.

ზოგი მუტაცია დამაზიანებელია ვირუსისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსს რომელიც ამ მუტაციას შეიცავს, აღარ ექნება უნარი, დააინფიციროს უჯრედი ან რეპლიკაცია გაუკეთოს საკუთარ თავს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის, ის რომ ყოველი ასეთი მუტაციის დროს არსებობს ძალიან მცირე შესაძლებლობა – ამ მუტაციამ ვირუსი გახადოს უფრო მაინფიცირებელი, უფრო მკვლელი, ან უფრო გამძლე ჩვენი იმუნური სისტემის ანტიკოვიდური იმუნიტეტის მიმართ.

შესაბამისად:

 რაც უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდება ვირუსით, მაგალითად, იმიტომ, რომ ისინი არ არიან აცრილები – მით მეტია ვირუსის რეპლიკაციის ციკლის რაოდენობა, რომელსაც ვირუსი გაივლის, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტია რენდომული მუტაციების რაოდენობა – რაც, შესაბამისად, ზრდის ახალი შტამის წარმოქმნის ალბათობას.

ვირუსის რეპლიკაციის რაოდენობა და პოტენციური რენდომული მუტაციის შანსი აუცრელ ადამიანებში ბევრად მაღალია, ვიდრე აცრილებში.

https://www.nature.com/articles/s41591-021-01316-7

https://www.medrxiv.org/con…/10.1101/2021.02.08.21251329v1

https://www.cdc.gov/mmwr/volumes/70/wr/mm7013e3.htm…

https://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJMoa2101765…“, -წერს ზაზა თელია სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები