„ერთიანობით აუცილებლად შევძლებთ კოვიდ 19-ის გამოწვევების დამარცხებას. დავასრულოთ პოლარიზაცია! ავიცრათ დროულად“- ექიმი ელისაბედ კუჭავა
ქრონიკულ დაავადებათა მონიტორინგის ასოციაციისპრეზიდენტი, ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგი, ნუტრიციოლოგი ელისაბედ კუჭავა სოციალურ ქსელშიკოვიდპანდემიის უარყოფით მხარეებზე წერს დასაზოგადოებას მოუწოდებს, ერთიანობით დადროული აცრით დაასრულონ კოვიდ 19-ითგამოწვეული პოლარიზაცია.
მისი თქმით, აცრის მომხრეთა დამოწინააღმდეგეების დავა ნეგატიურ ნაკადადიღვრება არამარტო მასმედიაში, არამედ ყოფითრეალობაშიც და ზოგჯერ უბრალო პოლემიკა აზრისდაფიქსირების მცდელობიდან წყევლასა დაშეურაცხყოფაში ტრანსფორმირდება.
„#ავიცრათერთმანეთისთვის. როდესაც საყვარელადამიანს ვეხუტებით, ჩვენი სხეული გამოყოფს„სიყვარულის ჰორმონს“, რომელიც გვეხმარებადამშვიდებასა და სტრესთან ბრძოლაში. ამ დროსადვილდება პრობლემების მოგვარება მცირდებაარტერიული წნევა და „სტრესის ჰორმონის” – კორტიზოლის დონე. იქმნება სულიერი კომფორტი დადაცულობის გრძნობა, რაც განსაკუთრებითმნიშვნელოვანია, როცა რაიმე განსაცდელის წინაშეპირისპირ აღმოვჩნდებით.
პანდემიის პირობებში შექმნილი შეზღუდვების გამო, განსაკუთრებით აქტუალური გახდა ფიზიკურისიახლოვის დეფიციტი, რაც გამოწვეული იყოსოციალური იზოლაციის ნეგატიური გავლენებითინტერპესონალური ურთიერთობების შემცირებისფონზე. ამას დაემატა გარკვეული საკითხებისგარშემო საზოგადოების პოლარიზაცია, პოლიტიკურიდაძაბულობა, სოციალური პრობლემები. ინფიცირების მაღალმა კოეფიციენტმა, რომელიცაღიარებული აკრძალვების დაუცველობის ანვაქცინაციის ნელი ტემპით იყო გამოწვეული, გამოიწვია შეზღუდვების გახანგრძლივება.
აცრის მომხრეთა და მოწინააღმდეგეების დავანეგატიურ ნაკადად იღვრება არამარტო მასმედიაში, არამედ ყოფით რეალობაშიც და ზოგჯერ უბრალოპოლემიკა აზრის დაფიქსირების მცდელობიდანწყევლასა და შეურაცხყოფაში ტრანსფორმირდება. არადა წარმოუდგენელია არსებობა სოციუმში, სადაცთუნდაც ერთი წამით გაქრება ყველა ვაქცინირებულიადამიანი ან პირიქით… დადგა მომენტი, როდესაცყველამ განსაკუთრებით მწვავედ შევიგრძენითერთმანეთზე ზრუნვის აუცილებლობა, რაც პირველრიგში ურთიერთის კოვიდ 19 – ით ინფიცირებისგანდაცვაში უნდა გამოიხატოს.
ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არისთითოეული ჩვენგანის მრწამსის ყველაზე მთავარისაფუძველი. სწორედ მაღალი პასუხისმგებლობითშევძლებდით მოკლე დროში გავმკლავებოდითმსოფლიო პანდემიას, რომ დროულადგაგვეთვალისწინებინა სამედიცინო საზოგადოებისმოწოდებები. საზოგადოების პოლარიზაციამგვაჩვენა, რომ რადიკალური პოზიცია, ისდამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლისთანამედროვე ქართული სახელმწიფოს წინსვლას.
ერთიანობით აუცილებლად შევძლებთ კოვიდ 19-ისგამოწვევების დამარცხებას.
დავასრულოთ პოლარიზაცია!
ავიცრათ დროულად და ვიზრუნოთ წარმატებულიმომავლის შენებაზე.
ყველა სიცოცხლე უნიკალური და ძვირფასი!“,- წერსელისაბედ კუჭავა.