“აიცერი და მოიგეს” მორიგი გამარჯვებული – სოფო ხუჭუამ 500 ლარი მოიგო

ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის – “აიცერი და მოიგეს” მორიგი გამარჯვებული ჰყავს.
სოფო ხუჭუამ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა, ლატარეაში ჩაერთო და 500 ლარი მოიგო. ამის შესახებ ლატარიის გამარჯვებული სოციალურ ქსელში წერს:

“აი, ასე პოზიტიურად დაიწყო ორშაბათი
მე, რომელსაც არსად არაფერი მომიგია, აცრით მივიღე პრიზი – 500 ლარი.

#აცრაგვიცავს
#აიცერიდამოიგე
რაღაც კარგ ხელზე დამარეგისტრირე Gvanca Tskalobashvili დამსახურებულად გეკუთვნის წილი”, – წერს სოფო ხუჭუა “ფეისბუქზე”.

კომენტარები

სხვა სიახლეები