ასოცირებულმა პროფესორმა თინათინ სტამბოლიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ “რაც უფრო გამეტებით ლანძღავენ და ჯვარზე აკრავენ ადამიანებს სააკაშვილის საწინააღმდეგო პოსტებისთვის, ან აზრებისთვის, მით უფრო უმყარდება საშუალო სტატისტიკურ ქართველს შემდეგი აზრები, რომ მიშისტები დაბრუნდებიან და შეგვმუსრავენ…”
რასაც ნანუკა ჟორჟოლიანიც გამოეხმაურა:
“თინა, ვერ დაგეთანხმები. როცა ადამიანს სიკვდილს უსურვებ, ან ხარობ პრეზიდენტის (ვინც არ უნდა იყოს ის) მიწაზე ფორთხიალით, უნდა იცოდე, რომ გიპასუხებენ. თორემ კრიტიკა რა თქმა უნდა, მაგრამ სადაა კრიტიკა?..“ წერს ჟორჟოლიანი.
“იგრძნობა კოდუას კლასი…“ უპასუხა ნანუკას კომენტარს სოციალური ქსელის მომხმარებელმა თეა სულაბერიძემ.
თეა სულაბერიძის მიერ დაწერილი კომენტარის ქვეშ ნანუკა ჟორჟოლიანმა ერეკლე კოდუას ახლანდელი ცოლი, კატიკა დიდა მონიშნა:
ნანუკა ჟორჟოლიანი: მათ მომნიშნეს,როგორც ირაკლის ცოლი, ამიტომაც მე შენ მოგნიშნე და ვუთხარი, რომ ირაკლის ცოლი შენ ხარ და არა მე, უკვე დიდი ხანია.
კატიკა დიდა: ყველამ იცის, ვინ ვინ არის. გულწრფელად მადლიერი ვიქნები, თუ მე/ჩვენ შეგვეშვები, იმიტომ რომ დროდადრო ვხედავ, არ შეგიძლია ცხოვრება ჩემთან პროვოკაციების გარეშე.
ნანუკა ჟორჟოლიანი: როცა ვინმე ირაკლის ჩემთან ერთად ახსენებს, მე შენ მოგნიშნავ, უსამართლობაა ჩემი მოხსენიება მისი გვარით. შენ შეგიძლია უპასუხო მათ, სადაც მის წარსულზე დაიწყებენ საუბარს.
კატიკა დიდა: ძვირფასო, ირაკლის შენ ახსენებ შენთან, როცა ყოველთვის, ყველგან მის შესახებ საუბრობ. ამიტომ, ეს ნორმალურია. თუ ძალიან არ გინდა რომ შემეშვა, შეგიძლია ეს სისულელე მარტომ გააგრძელო, იმიტომ რომ დაგბლოკავ. შენს ადგილას რომ ვიყო, ჩემთვის დამამცირებელი იქნებოდა.
ნანუკა ჟორჟოლიანი: კარგი მაშინ ირაკლი მოვნიშნავ, იმიტომ, რომ მე არ გავცემ პასუხებს მის შესახებ.
კატიკა დიდა: თუ გრძნობ, რომ გჭირდება მონიშნო, მაშინ მონიშნე.
ნანუკა ჟორჟოლიანი: სამწუხაროდ, ამ დისკუსიის გაგრძელების დრო არ მაქვს, ამიტომ უნდა დაგტოვო. მაგრამ იცოდე, რომ ყოველ ჯერზე როცა ირაკლისთან ერთად მახსენებენ, მე შენ, ან ორივე თქვენგანს მოვნიშნავ. წარმატებები.
ნანუკა ჟორჟოლიანი და ერეკლე კოდუა 7-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ.
ერეკლე კოდუა, განქორწინების შემდეგ, მალე ახალ შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა. კატალინა (კატიკა) დიდა უკრაინული წარმოშობის გოგონააა. წყვილი ხშირად აქვეყნებს საერთო ფოტოებს, სახლში სტუმრად იღებენ ქართველ ნათესავებს, ერეკლე კოდუას ხუთ შვილს საქართველოდან, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსანს ორი ქორწინებიდან ჰყავს.