ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დაოჯახდა. “პოლიტიკოს” ინფორმაციით, შარლ და ამელი მიშელების ურთიერთობის ოფიციალური სტატუსი მას შემდეგ დადასტურდა, რაც ამელი დერბაუდერენგენ-მიშელმა ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ლიდერების მეუღლეებს “პარტნიორების ღონისძიების” – ხელოვნების ნიმუშების გამოფენის მოსაწვევები გაუგზავნა.
ის “პარტნიორების ღონისძიებაზე” მონაწილეობას 21 ოქტომბერს მიიღებს.
წყვილი, რომელსაც 2 შვილი ჰყავს, დაქორწინებას გასულ წელს გეგმავდა, მათ წვეულების გამართვა სურდათ საფრანგეთში, თუმცა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, იძულებულები გახდნენ, გადაედოთ.
მიშელს, რომელსაც მანამდე ბელგიის პრემიერ-მინისტრის პოსტიც ეკავა, წინა ქორწინებიდან ვაჟიშვილი ჰყავს.
დერბაუდერენგენ-მიშელი ამჟამად ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს.