ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან გვიან ღამით ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ კლინიკაში გარდაიცვალა.
როგორც ექიმები განმარტავენ, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.
გარდაცვლილი ინგა მეკეიძის შვილების ცხედრებიც მაშველებმა ნანგრევებიდან ღამით ამოიყვანეს.