რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია იუბილარია მომღერალი 35 წლის გახდა, მეუღლემ ლევ ძენგოვმა დაბადების დღე მას ემოციურ სიტყვებითა და ვარდების დიდი თაიგულებით მიულოცა.
“გილოცავ დაბადების დღეს, ქალს, რომელიც მჩუქნის ბედნიერებას! მზრუნველი დედა, ღირსეული ცოლი – ვამაყობ შენით! 35 წლის ასაკში შეძელი დაგემტკიცებინა საკუთარი თავისა და გარშემო მყოფებისთვის, რომ შრომისმოყვარეობას და პროფესიონალიზმს ნამდვილი შედეგი მოაქვს, რომელშიც ვერავინ შეიტანს ეჭვს! შენ შემდგარი ხარ ყველა კუთხით, საუკეთესო ხარ! განაგრძე შენი სულიერი და შემოქმედებითი ზრდა, ჩემო სიცოცხლე! მე ყოველთვის გვერდით ვიქნები, ყოველთვის შენთან ერთად და ყოველთვის შენთვის, ჩემო ოჯახო!” – წერს ძენგოვი.
შეგახსენებთ რომ ლევ ძენგოვსა და ქეთა თოფურიას იანვარში ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ადამი დაარქვეს. პირველი ქორწინებიდან მილიონერ ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან ქეთას ერთი გოგონა ოლივია ჰყავს.