უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში, ქალებსა და კაცებს შორის უთანასწორო პირობების შესახებ წერს
სამეგრელოში ქალები ისევ შარვლით ბანაობენ მდინარეში, ხოლო ახალციხის აუზზე კაცებისა და ქალებისათვის სხვადასხვა დროა განსაზღვრული.
მერე გამოდგება ვინმე ჩემი თბილისელი სვეცკი ბაბლელი ფრენდი და ჭკუის სწავლებას დამიწყებს, რომ ქალებს ამ ქვეყანაში სექსუალური თავისუფლება აქვთ და თავის ცხოვრებას უპრობლემოდ განაგებენ.
საკუთარი ცხვირის იქეთაც გაიხედეთ, როდესაც ქალებზე საუბრობთ, კვოტებით შეურაცხყოფილო მეგობრებო“, – წერს ბაია პატარაია.