“ერთ დღეს დაიბადნენ და ერთ დღეს დაიღუპნენ” – ჭიათურაში გარდაცვლილი 101 წლის ცოლ-ქმრის ტრაგიკული ისტორია

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში,საკუთარ სახლში გაჩენილ ხანძარს მოხუცი ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. 101 წლის ნოე და მარო სულაბერიძეები იმერეთში ყველაზე ხანდაზმული ცოლ-ქმარი იყვნენ. მათ ხშირად სტურმობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.

“დიდ მწუხარებას გამოვთქვამ იმერეთში ყველაზე ხანდაზმული წყვილის ნოე და მარო მუმლაძეების ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
101 წლის ცოლ-ქმარი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში,საკუთარ სახლში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლნენ.
ქალბატონ მაროს და ბატონ ნოეს ხშირად ვსტუმრობდი და ყოველთვის სიამოვნებით ვისმენდი მათი სიყვარულის და თანაცხოვრების ისტორიას.
ერთ დღეს დაიბადნენ და ერთ დღეს აღესრულნენ.
თანავუგრძნობ გარდაცვლილების ოჯახს, ახლობლებს და ყველას, ვინც ამ კეთილშობილ მოხუცებს იცნობდა და გულშემატკივრობდა”,- აღნიშნა ჭიათურის მერმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები