ხელსახოცი, რომლითაც ლეო მესიმ გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე ცრემლები მოიწმინდა, $1 მილიონად იყიდება

სავაჭრო პლატფორმა Mercado Libre-ზე იყიდება ხელსახოცი, რომლითაც „ბარსელონასთან“ გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე ლეო მესიმ ცრემლები მოიწმინდა.

პრესკონფერენციის დასაწყისში მესის განცხადების გაკეთება სურდა, თუმცა მან ცრემლები ვერ შეიკავა, რის შემდეგაც მას მეუღლემ ერთჯერადი ხელსახოცი მიაწოდა.

ანონიმური მყიდველი ხელსახოცს 1 მილიონ დოლარად ყიდის.

კომენტარები

სხვა სიახლეები