“მომიწევს მკურნალობის შეწყვეტა და ნიკას საქართველოში წამოყვანა”- ნიკას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ნიკა თარაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ამის შესახებ ნიკას დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“მეგობრებო, მკურნალობის გასაგრძელებლად საჭირო თანხის – 45 000 დოლარის 10 პროცენტის შეგროვებაც კი ვერ შევძელი. დღეიდან ანუ ორშაბათიდან უკვე მინუსში ვარ. საავადმყოფომ მაქსიმუმ ორი ან სამი დღე დამაცადოს. მომიწევს მკურნალობის შეწყვეტა და ნიკას საქართველოში წამოყვანა. წყალში ჩამეყრება ყველაფერი, რაც თურქმა ექიმებმა გააკეთეს ამ ერთი თვის განმავლობაში. თუ გაქვთ იდეა, ვინ შეიძლება გულთან ახლოს მიიტანოს ჩემი განსაცდელი – ფონდები ან კომპანიები, გთხოვთ, მონიშნეთ კომენტარებში.
აღარ ვიცი, რა გავაკეთო, სასოწარკვეთილი ვარ. გეხვეწებით, ნუ გამიბრაზდებით, ხშირად რომ გაწუხებთ. ნიკას სიცოცხლე ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ამ ბრძოლაში თქვენი დახმარების გარეშე არაფერი გამომივა. ♥️

თიბისი ბანკი:

#GE95TB7145045061100071

მიმღები: ნინო ტიკარაძე.

უმორჩილესად გ თ ხ ო ვ თ, გააზიაროთ ჩემი პოსტი, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს.

წინასწარ დიდი მადლობა ♥️”

კომენტარები

სხვა სიახლეები