“როცა ფული არ მქონდა ქუჩაშიც გამითენებია” – ვინ არის ესპანეთის სამეფო ოჯახის ქართველი ფიტნეს ინსტრუქტორი

ირაკლი თორელი ესპანეთში ცნობილი ფიტნეს ინსტრუქტორია, ის ესპანეთში უკვე 15 წელზე მეტია ცხოვრობს.

ირაკლის ესპანეთში ჯორჯიო ტორელის სახელით იცნობენ.

ირაკლი თორელი მრავალი პრესტიჟული ჩემპიონატის გამარჯვებულია, გამორჩეული გარეგნობის გამო კი მუსიკალურ კლიპებში და ტელესერიალებშიციღებენ.

No description available.

დღეს იგი ესპანეთის სამეფო ოჯახის ფიტნესის ინსტრუქტორია. თუმცა ამ სახელის დამკვიდრებამდე ემიგრანტის რთული ცხოვრება გაიარა.

„თეფშებს ვრეცხავდი, ეზოს ვგვიდი, მიმტანად ვმუშობდი რესტორანში, რომ ჩემი თავი მერჩინა. იყო მომენტი, როცა ფული არ მქონდა და იმ სასტუმროს ფულსაც ვერ ვიხდიდი, ქუჩაშიც გამითენებია.

საქართველოში ფეხბურთს ვთამაშობდი და ვფიქრობდი, რომ აქაც ვითამაშებდი, რომ მოვდიოდი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს არ იყო აქ ისეთი მარტივი.

საბუთები არ მქონდა, არავის არ ვიცნობდი. ყველაფერზე ვიმუშავე, რომ რამისთვის მიმეღწია, ჩამოვედი 200 ევროთი“, – ამბობს ირაკლი თორელი „ფორმულასთან“.

კომენტარები

სხვა სიახლეები