“ბოღმის საჯაროდ ნთხევის მასტერკლასი” – ბიძინა კულუმბეგოვი “პრაიმშოუსა” და გიორგი ღოღობერიძის სკანდალზე
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემა “პრაიმშოუში” გიორგი ღოღობერიძის გაკრიტიკებას ეხმაურება.
როგორც კულუმბეგოვი წერს, “სამარცხვინო თავდასხმის გამო”, ექიმ-რეზიდენტს ბოდიში უნდა მოუხადონ.
“ბოღმის საჯაროდ ნთხევის მასტერკლასი ჩატარებულია!
იმედია, ამ კარგ და თავდადებულ ადამიანს ბოდიშს მოუხდიან უსწრაფესად ასეთი სამარცხვინო თავდასხმის გამო”, – წერს კულუმბეგოვი სოცქსელში.
შეგახსენებთ, გიორგი ღოღობერიძე გადაცემა “პრაიმშოუში” კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული რჩევების გამო გააკრიტიკეს. რეზიდენტს გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი, ნინო ნადირაძე დაუპირსპირდა, რასაც სოცქსელში საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა.