“მე მჯერა, რომ არც მათ სურდათ ჩემთვის ცუდი და არც მე – მათთვის” – რას წერს გიორგი ღოღობერიძე “პრაიმშოუს” გარშემო შექმნილ სკანდალზე

ექიმი-რეზიდენტი, გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მან გადაცემა “პრაიმშოუს” ეთერში გასვლის შემდეგ საზოგადოების დიდი მხარდაჭერა მიიღო და ამისთვის მადლიერებას გამოხატავს.

“არ ვიცი… მართლა არ ველოდი… ანუ არ მეგონა, თუ ხალხი ასე დამიდგებოდა გვერდით… თითოეულ თქვენგანს უდიდესი მადლობა…

ძალიან მეუხერხულა, რომ თქვენი ყურადღება მივიქციე… მართლა ძალიან დიდი ბოდიში და ყველას განსაკუთრებული მადლობა…

ყველას, ყველას უკლებლივ… ყველა თქვენგანის ეს მხარდაჭერა ვნახე, ვიგრძენი და იმ იმედით მივიღე, რომ თუ ოდესმე რამე გავხდები, სიკეთითვე დაგიბრუნოთ…

პ.ს. მე მჯერა, რომ არც მათ სურდათ ჩემთვის ცუდი და არც მე – მათთვის”, – წერს გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გიორგი ღოღობერიძე გადაცემა “პრაიმშოუში” კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული რჩევების გამო გააკრიტიკეს. რეზიდენტს გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი, ნინო ნადირაძე დაუპირსპირდა, რასაც სოცქსელში საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები