ხათუნა ჟორდანია, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძვის, მკურნალობის მეორე კურსის ჩასატარებლად სტამბოლში იმყოფება:
„მოგესალმებით თურქეთიდან. ვიწყებ მკურნალობის მეორე ეტაპს. მინდა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემზე დარდობს და მკითხულობს ვუთხრა, რომ მაქვს არაჩვეულებრივი ანალიზები, კარგად მაქვს ყველაფერი. მეტასტაზები არსად არ არის წასული და ეხლა იწყება მეორე ეტაპი ჩემი მკურნალობის.
ყველა ის ადამიანი, ვისაც ეს დაავადება აქვს მინდა გავამხნევო და ვუთხრა, რომ სიმსივნე განაჩენი არ არის. იმ წამს, როგორც კი დაიჯერებთ, რომ ყველაფერს მოერევით, იცოდეთ, რომ თქვენს ორგანიზმში ყველაფერი კარგად განვითარდება. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანი, ვისაც კი სიმსივნე აქვს განიკურნება. მთავარია ყველა ვიყოთ შემართებით, იმ განწყობით, რომ ეს მდგომარეობა გასავლელია და ყველა სიძნელე და სირთულე არის გადასალახავი.
როგორც კი გაიაზრებთ იმას, რომ ყველაფრის გაძლება შეიძლება და ყველანაირ დაავადებას მოერევით, ნამდვილად მოერევით ყველაფერს.
გისურვებთ ჯანმრთელობას. მადლობა, ვინც გვერდზე დამიდგა. ყველა ის ადამიანი, ვინ სიყვარულის ესემესებს მიგზავნის და მამხნევებს, თითოეული თქვენი დამსახურებაა, რომ მე დღეს კარგად ვარ“, – ამბობს ხათუნა ჟორდანია.