“დედა, მინდოდა გულში ჩამეკარი, მაგრამ ზეცაში წახვედი.” – ვაქცინის შედეგად გარდაცვლილ მედდას შვილებმა წერილი დაუწერეს
გარდაცვლილ მედდას, მეგი ბაქრაძეს, შვილებმა, სალიმ და საბამ ემოციური წერილი დაუწერეს:
“დედა ძალიან მომენატრე. მინდა, რომ ჩაგეხუტო დედა. დედა ბოდიში გუშინ რომ ვიტირე იმიტომ, რომ მომენატრე. დედა, მინდოდა გულში ჩამეკარი, მაგრამ ზეცაში წახვედი. დედა მიყვარხარ და მენატრები. შენმა მშობლებმაც იტირეს, დედა.
დედა გუშინ საბა მთვრალი იყო. როლიკებით კინაღამ ცხვირ-პირი მოიმტვრია. შარვალი და ზედა ძლივს გავხადეთ.
დედა, შენ ბექას ძმასთან წახვედი და ბაბუასთან, იქ კარგად იქნები.
დედა, მომენატრე ძალიან. მიყვარხარ მაინც, ზეცაში წასული.
შენ სალი და საბა”.