“კოვიდი იქცევა ჩვეულებრივ დაავადებად” – “ფაიზერი” ვირუსის სამკურნალო აბებს გამოუშვებს

შესაძლოა “ფაიზერმა” კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების წარმოება დაიწყოს, ამის შესახებ ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული აბებით ადამიანებს შეეძლებათ კორონავირუსს. სახლის პირობებში უმკურნალონ.

“წლის ბოლოს, შესაძლოა, “ფაიზერმა” ნამდვილად შექმნას აბები. ასეთი აბები ჩვენ გვაქვს c-ჰეპატიტის და აივინფექციის საწინააღმდეგოდ. ამ მედიკამენტის მოქმედების მთელი არსი იქნება იმაში, რომ კორონავირუსით დაავადებულ ადამიანს შეეძლება სახლის პირობებში ამ აბებით მკურნალობა იმ კონკრეტულ მომენტში.

კოვიდი იქცევა ჩვეულებრივ დაავადებად და არა რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევად. ეს აბები ალბათ იმოქმედებს მყისიერად,” – განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები