რუსთაველის ეროვნული თეატრი განცხადებას ავრცელებს.
მსახიობ ბესო ზანგურის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, თეატრმა 17 აპრილს დანიშნული სპექტაკლი მოხსნა.
“რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ძალადობას და, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იღებს გადაწყვეტილებას და ხსნის 17 აპრილს დანიშნულ სპექტაკლს – ,,იულიუს კეისარი”.
ბილეთები შეგიძლიათ, დააბრუნოთ თეატრის სალაროში, ხოლო საიტზე www.biletebi.ge შეძენილი ბილეთების თანხა დაგიბრუნდებათ ანგარიშზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.