დღეს სპორტის საერთაშორისო დღეა

6 აპრილს მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

2013 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. მიღებული დადგენილების თანახმად, 2014 წლიდან, ყოველი წლის 6 აპრილს საქართველო მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს ამ თარიღს.

ჩვენი ქვეყანა ყოველწლიურად ღირსეულად უერთდება ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული.

შეგახსენებთ, რომ 6 აპრილი სიმბოლურად იქნა შერჩეული, რადგან სწორედ ამ დღეს – 1896 წლის 6 აპრილს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ოფიციალურად გაიხსნა თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები. ასე რომ, სპორტის საერთაშორისო დღე ოლიმპიადების აღორძინების თარიღს უკავშირდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები