“ტკივილი სილამაზეში”- მოქანდაკე პანდემიის ნარჩენებისგან ხელოვნების ნიმუშებს ქმნის

არგენტინელი მხატვარი და მოქანდაკე, მარსელო ტოლედო COVID-19 ის ნარჩენებს (ნიღბები, შპრიცები, სხვა აქსესუარები) აგროვებს და ხელოვნების ნიმუშებს ქმნის. მარსელო ტოლედო გამოფენაზე მუშაობს, სადაც ის პანდემიიდან გამოწვეულ ტკივილს განსხვავებულად წარმოაჩენს.
მოქანდაკე ერთი წლის წინ COVID-19 ის ვირუსით რვა დღის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა. მისი თქმით, ამ პერიოდმა მნიშვნელოვანი ანაბეჭდი დატოვა მასზე.
”პირველად ვაკეთებ გამოფენას, რომელშიც არცერთი მასალის ყიდვა არ მჭირდება”, – ამბობს მარსელო “როიტერთან”.

კომენტარები

სხვა სიახლეები