“ქართული ტრადიციული კულტურის სინდისი გახლდათ ბატონი ანზორი“ – დათო ცინცაძე, ფოლკლორისტი

ფოლკლორისტი, დათო ცინცაძე სოციალურ ქსელში ანზორ ერქომაიშვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
“ხალხურმა სიმღერამ დაკარგა სინდისი, წაშალა ფერები და დარჩა შავ-თეთრი კულტურა…
ჩემი პედაგოგი არ იყო მხოლოდ მუსიკოსი – სხვა რანგის ეროვნული მოღვაწე იყო! ბატონი ანზორის ღვაწლი არ დაწყებულა მისი დაბადებიდან. დაიწყო მანამდე, ყველაზე დიდი და ძლიერი, შეუდარებლად მძლავრი გენეტიკით, ისტორიული და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ერქომაიშვილების დინასტიით.
მერწმუნეთ, მისი ღვაწლი ტრადიციულ მუსიკაში, ალბათ, იმის ნახევარია, ვიდრე ზოგადად ეროვნული კულტურის განვითარებაში.
მისი საქმე გაცილებით მეტს ამბობს, ვიდრე – სიტყვების ნებისმიერი კომბინაცია…
ხოდა დღეს დასრულდა! ხალხურმა სიმღერამ კი არა, ნაციონალურმა კულტურამ დაკარგა ფერები. იმედია, მისი ღვაწლი ისევ აანთებს და გააფერადებს, თუმცა, ახლა ეროვნულმა მუსიკამ ბატონი ანზორის სახით  დაკარგა სინდისი!
ნელ-ნელა ვიაზრებ და ძალიან რთული ყოფილა…
მადლობა ამ დღისთვისაც – ანზორ ერქომაიშვილი 80”, – წერს დათო ცინცაძე.
ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი, ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანზორ ერქომაიშვილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით იყო მოთავსებული. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები