ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ “იმედის დღეში” ჩოგბურთელის ოჯახურ დავაზე ისაუბრა და დეტალურად წარმოადგინა დოკუმენტები იმ ქონების შესახებ, რომელიც ბასილაშვილმა შვილს დაუტოვა. ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ალიმენტს არ უხდის შვილს და სახლს ართმევს. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც უფლებადამცველმა ნიკოლოზის შვილის ქონებაზე დეტალურად ისაუბრა.