რატომ მოსწონს ზოგიერთ ადამიანს პირბადის ტარება?

ბევრ ჩვენგანს არ სიამოვნებს პირბადის ტარება საზოგადოებრივ ადგილებში, მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ეს არამარტო მოსახერხებელი არამედ, სასარგებლოც და ფსიქოლოგიურად გამართლებულიც ჰგონიათ.

მათთვის ეს თანამედროვე ცხოვრებაში უსიამოვნო მოვლენებთან გამკლავების საშუალებაა.

გარემოსგან იზოლაციაში ყოფნა არასდროს ყოფილა ჯეი ლისთვის რაიმე სირთულესთან დაკავშირებული. მის წარმოსახვაში სასიამოვნო საღამო ზუსტად ასე გამოიყურება: სახლში რომელიმე საჭმლის გამოძახება-მიტანის სერვისით და მარტოობაში ფილმის ყურება. ლი 32 წლის ინგლისელია, მას მცირე ბიზნესი აქვს და საკუთარ თავს ინტროვერტად მიიჩნევს. 2020 წელი მისთვის არც ისე მარტივი აღმოჩნდა, გაზაფხულზე მან სამსახური დაკარგა, მაგრამ, ლი ყველაფერში კარგის დანახვას ცდილობს. მაგალითად, ის რომ ყველანი პირბადეებს ატარებენ.

ლისთვის ყოველთვის შემბოჭველი იყო ახლობლებთან თუ უბრალო ნაცნობებთან ქუჩაში უეცრად შეხვედრა. ადრე ის ცდილობდა მაღაზიაში მის დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე მისვლას, რომ გზაში არავინ შეხვედროდა.

„მას შემდეგ რაც პირბადის ტარება დავიწყე, ჩემი უხერხული შეხვედრები მეგობრებსა და ახლობლებთან საგრძნობლად შემცირდა“, – ამბობს ლი.

ახლა ის მაღაზიაში დღის ნებისმიერ დროს დადის და არ ეშინია, რომ ვინმეს შეხვდება. ის მიიჩნევს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ პირბადის ტარება საზოგადოებისთვის მისაღები დარჩება. პირბადესგან იორთქლება სათვალე, ოფლიანდება სახე, ხალხი ვერ ხედავს როდესაც იღიმით და ახლობლები ვერ გცნობენ. ითვლება, რომ პირბადის ტარება – ეს არ არის ყველაზე დიდი მსხვერპლი, რომელზეც გვიწევს წასვლა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. მიუხედავად ამისა ბევრი ჩვენგანი ელოდება იმ სანატრელ დღეს, როდესაც ჩვენ სახის დაფარვა აღარ მოგვიწევს.

კომენტარები

სხვა სიახლეები