მილანში მძარცველების 4-კაციანი დაჯგუფება დააკავეს, რომელიც ქალაქში მცხოვრებ ცნობილ ადამიანების ძარცვავდა.
სამართალდამცველთა თქმით, ბანდის წევრები სამიზნეების დასაზვერად, სახლის აღწერილობის გასაგებად, ფანჯრებისა და კარის ტიპის დადგენისთვის “ინსტაგრამს” იყენებდნენ. მათ სწორედ პოსტების საშუალებით იცოდნენ, თუ რომელი ძვირფასეულობა სად, რომელ ოთახში შეიძლებოდა, ყოფილიყო. შემდეგ ძარცვას გეგმავდნენ და სწრაფად მოქმედებედნენ, სწორედ ამ სისწრაფისა და მოხერხებულობის გამო შეარქვეს “აკრობატი მძარცველები.“
მძარცველების მსხვერპლთა სიაში მილანის “ინტერის” ფეხბურთელი – აშრაფ ჰაკიმი, ტელეწამყვანი – დილეტა ლეოტა და ინფლუენსერი ელეონორა ინკარნოა აღმოჩნდა.
სხვა სიახლეები