“პაატა ცაავა ისე მგზნებარედ ლაპარაკობს მამათმავლობაზე, რომ განცდა რჩება – თავადაა დაავადებული ამ ცოდვით”
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი პეტრე ცაავას ინტერვიუს, რომელიც „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა, “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება.
„ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა ჰქონდეს რეაქცია ამ ურცხვ ცილისმწამებელზე. ეს არაა არც საეკლესიო პირი და, მით უმეტეს, არც მეუფე. ესაა უბრალოდ პოლიტაქტივისტი პაატა ცაავა, რომელიც ისე აქტიურად, უწყვეტად და მგზნებარედ ლაპარაკობს მამათმავლობაზე, რომ ერთი მკაფიო განცდა რჩება – თავადაა დაავადებული ამ ცოდვით.
ჩვენ გვიყვარს ჩვენი პატრიარქი! ჩვენ არ გარდავტყდებით ამ სიყვარულში, პირიქით!”, – წერს ირმა ინაშვილი.