საფრანგეთში პოლიციელებმა განყოფილებაში პირბადეების გარეშე წვეულება მოაწყვეს და “მაკარენა” იცეკვეს (ვიდეო)
საფრანგეთში, კარანტინისა და ე.წ. კომენდანტის საათის პირობებში, სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაში წვეულება მოაწყვეს, მათ არ ეკეთათ პირბადეები, არც დისტანცია იყო დაცული. წვეულებაზე დამსწრეებმა “მაკარენაც” იცეკვეს.
ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ძალოვანი უწყება იძულებული გახდა, შესაბამისი განცხადება გაეკეთებინა, სადაც ნათქვამია, რომ კანონდამრღვევების შესაბამისი პასუხისმგებლობის შესახებ მოკვლევა მიმდინარეობს.