კანადაში პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილმა ქალმა ლატარეაში 60 მილიონი დოლარი მოიგო

კანადაში ქალმა, რომელმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგა, ლატარეაში 60 მილიონი დოლარი მოიგო.

Cnn–ის ცნობით, მან ციფრების ის კომბინაცია გამოიყენა, რომელიც მის ქმარს 20 წლის წინ დაესიზმრა.

წყვილი ბანკში წავიდა, რათა გადასახადები გადაეხადათ. ბანკის შენობიდან გამოსულ დენგს ქმარმა შეატყობინა, რომ მათ 60 მილიონი დოლარი მოიგეს.

დენგი, რომლის ოჯახიც კანადაში 1980-იან წლებში ლაოსიდან გადასახლდა, ამბობს, რომ თანხას საკუთარი სახლის შესაძენად გამოიყენებს,  მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ კი იმოგზაურებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები