“მიშომ ჩაი მოუმზადა…ძმებს ცხოვრებაში ჩხუბი არ მოსვლიათ” – მიშო ახლოურის მკვლელობაზე მისი ბიძაშვილი საუბრობს

“ძმებს ცხოვრებაში ჩხუბი არ მოსვლიათ, რაც მოხდა, შემთხვევითობა იყო”, – ამის შესახებ 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ახლოურის ბიძაშვილმა, მარიამ ჩიტიშვილმა “კვირის პალიტრასთან” განაცხადა.

“ძალიან ცუდია, რომ ჟურნალისტები ასე აშუქებენ მომხდარს. თითქოს, ჩვენი ტრაგედია და უბედურება არ გვყოფნის და ახლა ცრუ ინფორმაციებიც ვრცელდება. რაც მოხდა, შემთხვევითობა იყო. ძმები არასოდეს ჩხუბობდნენ. ბიჭების მამა ტაქსის მძღოლია, დილის 5 საათზე დგება, რომ იმუშაოს. ადრე ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ ასეთია ცხოვრება – ახლა ტაქსის მძღოლად მუშაობს. იმ ღამით სახლში დაღლილი მივიდა, მიშომ ჩაი მოუმზადა. ამის შემდეგ მარადი დასაძინებლად გავიდა და ჩაეძინა. ძმებს ცხოვრებაში ჩხუბი არ მოსვლიათ, იმ ღამით რომ ეჩხუბათ, მამას გაეღვიძებოდა, რადგან პატარა ბინა აქვთ.

ტელევიზორის ხმის აწევა-დაწევის გამო მოხდა კამათი. გიორგიმ მიშოს სთხოვა, ტელევიზორს დაუწიე, უნდა დავიძინო, დილით ადრე უნდა ავდგე და სამსახურში წავიდეო. გიორგი გერმანულ კომპანიაში მუშაობდა, ყოველთვე აწინაურებდნენ. ეს ბიჭები არც სვამდნენ, არც სიგარეტს ეწეოდნენ. სპორტს მისდევდნენ და წარმატებულებიც იყვნენ, არადა, სოციალურ ქსელში საშინელი კომენტარები იწერება”, – აცხადებს გიორგი ახლოურის ბიძაშვილი, მარიამ ჩიტიშვილი “კვირის პალიტრასთან”.

კომენტარები

სხვა სიახლეები