როგორ გავუმკლავდეთ კორონავირუსით გამოწვეულ დეპრესიას? – ნანა გეგეჭკორის რჩევები საზოგადოებას

კორონავირუსი და გამოჯანმრთელების შემდგომი დეპრესია – ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გამოჯანმრთელებულ პაციენტებს სხვადასხვა რჩევას აძლევს:

“ხშირად მეკითხებიან, როგორ გავუმკლავდე კოვიდის შემდგომ დეპრესიას?

ბევრი მოძრაობა, განსაკუთრებით – ღია სივრცეში, ვარჯიში, იოგა, უბრალოდ ფეხით სიარული ან სირბილი, მზე, იმ აქტივობებზე კონცენტრირება, რაც სიამოვნებას განიჭებთ, ურთიერთობები, მუსიკა, mindfulness აქტივობები, ჯანსაღი კვება (არ იგულისხმება ორგანული ან რაიმე განსაკუთრებული საკვები, უბრალოდ, სწორ დროს და სწორი დოზით კვებაც უკვე ჯანსაღია), ნაკლები დრო კომპიუტერთან და განსაკუთრებით ვირტუალურ ურთიერთობებში, თუ შესაძლებელია საკმარისი ძილი (ამის დრო არასდროს მაქვს)- ასეთია ჩემი პირადი რეცეპტი. მთელი გაზაფხულ-ზაფხული კოვიდ ჯოჯოხეთში ვიმუშავე და ცხადია ამას დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა ახლდა თან. ყველაფერს ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობებით გავუძელი და დეპრესიის გარეშე გადავიტანე”, – წერს ნანა გეგეჭკორი.

კომენტარები

სხვა სიახლეები