ადამიანთა რა კატეგორიამ არ უნდა გაიკეთოს Pfizer-ის ვაქცინა?

ჯანდაცვის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საუბრობს და ასახელებს ადამიანთა იმ ჯგუფებს, რომლებმაც “ფაიზერის” ვაქცინა არ უნდა გაიკეთონ:

“18 წლამდე ადამიანებისთვის ვაქცინის გაკეთება არ შეიძლება იმიტომ, რომ კვლევები არ არის ჩატარებული. ვგულისხმობ Pfizer-ის ვაქცინას. ასევე, თუ ადამიანი არის ფეხმძიმედ, არ არის რეკომენდებული. როცა დავინახეთ, რომ ბრიტანეთში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, უკვე 4 მლნ-ზე მეტი ადამიანი დღეის მდგომარეობით ვაქცინირებულია.

ადამიანები, ვისაც აქვთ სხვადასხვა ტიპის ალერგიები, ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ალერგიებმა შესაძლებელია, უკუჩვენება მოგცეთ. ეს ვაქცინაცია იქნება ოდნავ სხვანაირი, ვიდრე – ადრე იყო. პაციენტი უნდა იყოს მომზადებული, ინფორმაცია უნდა იყოს შეგროვებული“, – განაცხადა ფხაკაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები