ბაღდათში დღეს მომხდარ ავარიას ერთი ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბაღდათში, კერძოდ კი ვარციხეში მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილია ერთი ოჯახის სამი წევრი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი, 16 წლის ბიჭი.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ:

“უმძიმესი ტრაგედია, რომელმაც ჩვენი სოფელი და რაიონი შეძრა, ღმერთმა გაანათლოს თქვენი სული, უფალმა ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროთ იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. ამინ”, – წერს ირაკლი ჩიგოგიძე.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები