ვერძი
პლანეტები ვერძ ქალებს რომანტიკული გატაცების მოსალოდნელი დასრულების შესახებ აფრთხილებენ. მამაკაცებს შესაძლოა, სასიამოვნოსა და აუცილებელს შორის არჩევანის გაკეთება მოუწიოთ. გაითვალისწინეთ, რომ სწორად გაკეთებული არჩევანი წარმატების შანსებს გაზრდის.
კურო
ოჯახურ ურთიერთობებში ემოციები უნდა აკონტროლოთ, თორემ ვითარება დაიძაბება – მოსალოდნელია დიდი სკანდალი, რაც შეიძლება ცუდად დამთავრდეს. გახსოვდეთ, რომ ალკოჰოლი კრიტიკულ სიტუაციებში ცუდი დამხმარეა. მშობლებისა და შვილების ურთიერთობას გამოწვევა ელის. თუ ამასთან გამკლავებას შეძლებთ, ოჯახში სიმშვიდე და ურთიერთგაგება დამყარდება.
ტყუპები
ცდუნებითა და უარყოფითი ენერგიით სავსე დღეა. ყურადღება მიაქციეთ ადამიანებს, რომლებთანაც ყოველდღიური კონტაქტი გაქვთ. მოსალოდნელია არაკეთილგანწყობილ ადამიანთა ინტრიგები და კონფლიქტები ხელმძღვანელობასთან. ოჯახურ ურთიერთობებში ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რათა მცირე კამათი დიდ კონფლიქტში არ გადაიზარდოს.
კირჩხიბი
ეცადეთ, მოლაპარაკების, ურთიერთობების გარკვევისა და გარიგების დადების დროს სიფრთხილე გამოიჩინოთ. შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი მოტყუება სცადოს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, შესაძლოა, ნათესავებს თქვენი ყურადღება დასჭირდეთ. სხვების დახმარება შესანიშნავია, მაგრამ ნურც საკუთარ ჯანმრთელობას დაივიწყებთ.
ლომი
ბედი განსაცდელს გიგზავნით. უფროსის ან თანამშრომლების არაკეთილგანწყობამ დამოკიდებულებამ შეიძლება, ნერვიულ სტრესამდე მიგიყვანოთ. უსიამოვნო ამბავი პირად ურთიერთობში სირთულეებს და გაუთვალისწინებელ ხარჯებს გამოიწვევს. არ არის გამორიცხული ინფექციური დაავადება.
ქალწული
სავარაუდოდ, პირად ცხოვრების რომელიღაც პრობლემის გადაჭრას შეძლებთ. სირთულეების მიუხედავად, შეძლებთ ბოლოდროინდელი ოცნება აისრულოთ. აღიარება და წარმატება ამ დღეს დიდხანს გაგახსენებთ. ხელსაყრელი დროა საყიდლებისა და შეძენისთვის.
სასწორი
ეს დღე თქვენს აზრებსა და მოქმედებებში დაბნეულობას შემოიტანს. გახსოვდეთ, ფხიზელი ხედვა და კრეატიული მიდგომა ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. ახლობელ ადამიანებს თქვენს სიმართლეში ეჭვი არ ეპარებათ და მხარდაჭერას გამოგიცხადებენ.
მორიელი
ამ დღეს ოჯახური კონფლიქტის დიდი ალბათობაა. ეცადთ, ეს გორგალი ფაქიზად, ძაფის გაწყვეტის გარეშე გახსნათ. მძიმე დღეების შემდეგ, ისევ ბედნიერი პერიოდი დადგება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შვილებს, მათ წარმატებებს, ჯანმრთელობას და ინტერესებს.
მშვილდოსანი
ცდუნებითა სავსე დღეა. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღემ თქვენს პირად ცხოვრებაში შფოთვა მოიტანოს. გირჩევთ, წამიერი ახირების გამო წლებით ნაშენები ურთიერთობები არ დაანგრიოთ. პარტნიორთან თქვენი ურთიერთობა შეიძლება ჩიხში შევიდეს. ეცადეთ პოზიტიურ ემოციებზე გადაერთოთ, რათა დეპრესიაში არ ჩავარდეთ.
თხის რქა
სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების რომელიღაც პრობლემის გადაჭრას შეძლებთ. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ეცადეთ, დაწყებული სამუშაო დროულად დაასრულოთ. ენდეთ ინტუიციას – თქვენი გრძნობები დროული და ზუსტია. კარგი დღეა მკურნალობისა ან პროფილაქტიკური პროცედურებისთვის.
მერწყული
შინაგანი თავისუფლებისა და ცხოვრებით ტკბობის დღეა. უახლოეს კვირაში შეძლებთ ახალი იდეების შემუშავებას და მათ განხორციელებას. ახლობელი ადამიანები თქვენს დახმარებას ელიან.
თევზი
ეს დღე გრძნობების ჰარმონიითა გამოირჩევა. ეცადეთ, ყველა ეჭვისგან გათავისუფლდეთ და მეტად თავდაჯერებული გახდეთ. გირჩევთ, საკუთარ თავს უარი არაფერზე უთხრათ და ყველაფერი გამოგივათ. სიყვარულში საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ, ის არ გიღალატებთ.