„ამ ბინაში მცხოვრებლებმა სიკვდილს თვალებში ჩახედეს” – “თბილისი ენერჯი” განცხადებას ავრცელებს

„თბილისი ენერჯი“ გლდანში ერთი ოჯახის სასწაულებრივად გადარჩენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

„ამ ბინაში მცხოვრებლებმა სიკვდილს თვალებში ჩახედეს – ხომ გაგიგონიათ ასეთი გამოთქმა? ხოდა, გამოთქმის რა გითხრათ და აგერ ფაქტი. მკვლელი – ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებელი. სრულიად გაუმართავი და კუსტარულად დამონტაჟებული გაყვანილობა, რაც ბინაში ხანძრის მიზეზი გახდა. დაუჯერებელია, საბედნიეროდ, არცერთი დაზიანება და მსხვერპლი. მართლაც სასწაულია და იმედია, ამ ბინაში მცხოვრები ადამიანები, მას შემდეგ, რაც გადაურჩნენ CO-ს, გადაურჩნენ ხანძარსა და აფეთქებას, საკუთარ იღბალს აღარ გამოცდიან და აღარ გარისკავენ არც საკუთარი და არც სხვისი სიცოცხლით. გლდანში მოხდა ეს ამბავი. მეხუთე მიკროში. ფრთხილად, ხალხო. ნუ რისკაცთ სიცოცხლით და ნუ სცდით საკუთარ ბედს“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები