დღეს ანტიბიოტიკების ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა, რომელსაც საქართველოც აღნიშნავს.
კორონავირუსის მკურნალობისას საჭიროა თუ არა ანტიბიოტიკი და რა შემთხვევაში უნდა მიიღოს ის ინფიცირებულმა? – აღნიშნულის შესახებ განმარტება საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გააკეთა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კვირეული კოვიდინფექციის ფართო გავრცელებას ემთხვევა. კოვიდინფექციის დროს ანტიბიოტიკის გამოყენება არ შეიძლება, თუ არ არის სპეციალური ჩვენება – ბაქტერიული ინფექციის თანდართვა კოვიდინფექციქციაზე“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ “იმედის” ეთერში.