“ყველას გთხოვთ მიხვიდეთ არჩევნებზე” – აშშ–ის ელჩმა ამომრჩეველს ქართულად მიმართა

შშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მივიდა.

“არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მთავარია, მშვიდი და თავისუფალი ატმოსფერო. ცესკოში მოვედი, რათა მადლობა მეთქვა კარგად შესრულებული სამუშაოსთვის.

დღეს ქართველი ხალხისათვის სასიხარულო დღეა! სამართლიანი არჩევნების გზით ლიდერების თავისუფლად არჩევის უფლება ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველია. ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს ამ არჩევნებს და დიდი სურვილი აქვს, რომ არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიაროს, თუმცა, საქართველოში არჩევნების წარმატებით ჩატარება საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ქართველი ხალხის ხმა არჩევნებში ისმოდეს”, – თქვა მან.”, – ამბობს დეგნანი.

კომენტარები

სხვა სიახლეები