ადამიანი, რომლის გადარჩენასაც ექიმები ვერ ხსნიდნენ, დღემდე ცოცხალია (ფოტო)

ანატოლი ბუგორსკი არის ერთადერთი ცოცხალი ადამიანი დედამიწაზე, რომელიც თავში პროტონების ძლიერი სხივის გავლას გადაურჩა. იგი არა მხოლოდ გადაურჩა, არამედ, ცოცხლობს ამ ინციდნეტის შემდეგ 36 წელია და უმნიშვნელო პრობლემების გარდა დიდ დისკომფორტს არ განიცდის.

1978 წლის 13 ივლისს ანატოლი აკრვევდა ელემენტარული ნაწილაკების ამაჩქარებლის გაჩერების მიზეზს. გარკვეულ მომენტში დანადგარი ჩაირთო და მის თავში გაიარა სინათლის სიჩქარის მქონე მაღალენერგეტიკული პროტონების ძლიერმა სხივმა, რომელმაც გახვრიტა თავის ქალა, დაწვა ტვინის ქსოვილი და გავიდა გარეთ ცხვირის მიდამოებში. ბუგორსკიმ ვერ იგრძნო ტკივილი ,მაგრამ ამ დროს მის თავში ჩაიქროლა უძლიერესმა გაელვებამ. მას გაუსივდა სახე და ექიმები ვარაუდობდნენ მის ნაჩქარევ სიკვდილს.

პროგნოზების მიუხედავად, ანატოლი გადარჩა და დღემდე წარმატებით აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას.

წყარო:https://www.facebook.com

კომენტარები

სხვა სიახლეები