ვინ შეუკვეთა ყველაზე ძვირადღირებული დამცავი ნიღაბი და რა ღირს ის

ისრაელში  საიუველირო ბრენდმა Yvel -მა  ყველაზე ძვირადღირებული დამცავი ნიღაბი   შექმნა, რომლის ფასიც   1,5 მილიონი დოლარია.

იუველირმა ისააკ ლევიმ ნიღაბი თეთრი ოქროსგან გააკეთა და 3 600 თეთრი და შავი ბრილიანტით მორთო. მასში ვირუსის საწინააღმდეგო ფილტრებია მოთავსებული, რომლებსაც ნაწილაკების 99%-ის შეკავება შეუძლია. ნიღბის წონა 270 გრამია – ის ანალოგიური ფილტრების მქონე ჩვეულებრივ პირბადეზე ასჯერ მძიმეა.

როგორც ისააკი ამბობს,   დამკვეთი ჩინელი ბიზნესმენია, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს. მას ორი მოთხოვნა ჰქონდა – პირბადე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და გამოყენებაში მოსახერხებელი ყოფილიყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები