31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შეყვარებულ ვერძებს რთული დღე ელოდებათ. თქვენი ეგოისტური დასაწყისი ზედმეტ მოთხოვნებში გადავა. გარშემომყოფებთან ურთიერთობაში ტაქტსა და დისციპლინას დაივიწყებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მოერიდოთ სასიყვარულო სფეროში ფარულ ქმედებებსა და უხეშობას. შეიტანეთ ცვლილებები საკუთარ ცხოვრებაში და მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება.

კურო
ივლისის ბოლო დღე მშვიდად ჩაივლის, მაგრამ ეს იქნება სიმშვიდე ქარიშხლის წარმოქმნამდე. ერთი მხრივ, სიცრუე ნებისმიერ ხელმძღვანელს გააღიზიანებს. მეორე მხრივ, ბევრს გაუჩნდება შანსი, დაიბრუნონ საზოგადოებრივი ადგილი და ამით ყოველგვარი ჩურჩული, ჭორი და სპეკულაცია აღმოფხვრათ.

ტყუპები
სიყვარულში ჩქარი და მოუთმენელი იქნებით. აწმყოთი ცხოვრობთ და დაუყოვნებლივი შედეგების იმედი გაქვთ. ვარსკვლავები გირჩევენ, შეცვალოთ საკუთარი გეგმები და შეანელოთ მოქმედებები. შექმენით ფუნდამენტი სამომავლო მიღწევებისთვის.

კირჩხიბი
საკმაოდ ჰარმონიული დღე გელოდებათ, რადგან ამ დღეს შეძლებთ, დაასრულოთ მძიმე სამუშაო და დაისვენოთ. შეგიძლიათ, ნებისმიერი პრობლემა გადაჭრათ, იპოვოთ გამოსავალი რთული სიტუაციებიდან, თანაც ისე, რომ კმაყოფილი დარჩეთ. დროის მუდმივი უქონლობის გამო საკუთარი თავისთვის არ გეცალათ. თუკი ჯანმრთელობის მდგომარეობას არ მიხედავთ, სულ მალე კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩნდებით.

ლომი
გლობალურ პრობლემებს ვერსად გაექცევით: არ გამოირიცხება საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შეცვლა ან მსგავსი ტიპის აქტივობები. უახლოეს პერიოდში საინტერესო და მომგებიან წინადადებას შემოგთავაზებენ. გამოიჩინეთ სიფრთხილე და აკონტროლეთ საკუთარი ხარჯები.

ქალწული
ეს დღე მოწყენასთან და ქაოსთან ასოცირდება. მეგობრები და ნათესავები დაგარწმუნებენ, რომ უფრო იაქტიუროთ პროფესიულ საქმიანობაში. თქვენ ხომ ნამდვილად შეგიძლიათ, კარიერაში წინსვლას მიაღწიოთ, ყოველგვარი შფოთვის გარეშე. იმოქმედეთ ისე, როგორც თქვენთვის იქნება მოხერხებული, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნეთ ფხიზელი გონება.

სასწორი
ჰაეროვანი და მსუბუქი დღე გელოდებათ. ბუნებაში გასვლისა და სუფთა ჰაერზე ყოფნის სურვილი გაგიჩნდებათ. შესაძლოა, საქმიანობის სფერო, იმიჯი ან სულაც თმის ფერი შეიცვალოთ. ეს პერიოდი შესანიშნავია ცვლილებებისთვის. ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან!

მორიელი
გეგმებს შესანიშნავად განავითარებთ. ეს დღე შესანიშნავია პროდუქტებისა და საოჯახო ნივთების შესაძენად. ასევე, ავტომობილის შესაკეთებლად. ელექტრომოწყობილობით სარგებლობის დროს გამოიჩინეთ სიფრთხილე.

მშვილდოსანი
როგორც იქნა, ზღვაზე წასვლის შესაძლებლობა გეძლევათ, მაგრამ შორი გზის გამო დაიღლებით და მოითენთებით. თუკი ამ დღეს ხანგრძლივი მგზავრობა მოგიწევთ, ვარსკვლავები გირჩევენ, უსაფრთხოების საშუალებები მოიმარაგოთ.

თხის რქა
მოულოდნელი შეხვედრა გელოდებათ. შესაძლოა, ასაკით უფროსი ადამიანი გაიცნოთ, რომელთანაც ურთიერთობას ქორწინებით დაასრულებთ. სანამ ამ ქორწინებას დასთანხმდებით, დაფიქრდით, გაწყობთ კი, ამ ადამიანთან გაატაროთ მთელი ცხოვრება?

მერწყული
ამ დღეს კარგი კონსულტანტი და ღირსეული მრჩეველი იქნებით, თუმცა, სხვების რჩევების მოსმენა ძალიან დაგეზარებათ. სამუშაოსა და დასვენების მიმართ რაციონალური მიდგომა გექნებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, იმოქმედოთ გონივრულად და არ შეიცვალოთ.

თევზები
სამსახურში რთული სიტუაცია შეგექმნებათ. სწორად გადაანაწილეთ საკუთარი ძალები და ორგანიზებულად იმუშავეთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები