“კორონავირუსის ვაქცინა არ არის მტერი” – მაია ბუწაშვილი

“ჯერ არარსებულ ვაქცინაზეა პროპაგანდა, რომ არ გაიკეთონ კორონავირუსის ვაქცინა,  არის დანაშაულის ტოლფასი”, – ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი აცხადებს.

„მეორე ტალღა შესაძლოა, აგვისტოშიც იყოს, სექტემბერში ან საერთოდ არ იყოს. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში იქნება, ეს დაამძიმებს სიტუაციას იმიტომ, რომ გრიპი გარდაუვალია, კანონზომიერებაა და სეზონური გრიპი აუცილებლად გვექნება.

ამიტომ შიშობენ, რომ თუ კორონავირუსის აღმავლობა ამ პერიოდს დაემთხვევა, ეს ძალიან დააწვება ჯანდაცვის სისტემას. გრიპი სახუმარო თემა არ არის, ყოველ წელს სერიოზულ პრობლემებს ქმნის. აქვე მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, როგორც კი გრიპის ვაქცინაცია დაიწყება, აუცილებლად გაიკეთონ და უარი არ თქვან.

ჯერ არარსებულ ვაქცინაზეა პროპაგანდა, რომ არ გაიკეთონ კორონავირუსის ვაქცინა,  არის დანაშაულის ტოლფასი. ძალიან მკაცრად უნდა იყოს ამის რაიმე ფორმით კონტროლი. არსებობს კანონი, რომელიც ადამიანს იცავს სხვა ადამიანების ზემოქმედებისგან. ანტივაქცერები სხვა ადამიანების ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს.

უნდა დაიწყოს მუშაობა, რათა მოსახლეობამ გაიგოს, რომ კორონავირუსის ვაქცინა არ არის მტერი. პირიქით, ეს არის ერთადერთი ხსნა პანდემიასთან ბრძოლაში“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები