ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქეყანაში შესაძლოა, „ტიკტოკი“ აკრძალოს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ამის შესახებ განცხადება აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გააკეთა. საუბარია არა მხოლოდ „ტიკტოკზე“, არამედ – ყველა ჩინურ სოციალური მედიის პროგრამაზე.
პომპეომ ტელეკომპანია „ფოქსნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.