ახალი კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ჟურნალისტი დავით აქუბარდია საკუთარ დისკომფორტებზე ღია ეთერში ხშირად საუბრობს.
თავდაპირველად, ის პრემიერმინისტრს სილამაზის სალონების გახსნას სთხოვდა, რადგან თმები ჰქონდა შესაჭრელი. მოგვიანებით განაცხადა, რომ “რუბილნიკი” გადაეწვა და ვერსად შოულობდა. შედეგად, მას აღნიშნული ნივთი საჩუქრად გადასცეს.
ამჯერად კი განაცხადა, რომ მას ყვავილი აჩუქეს და იმის გამო, რომ ყველაფერი დაკეტილია, მის ჩასარგავად ქოთანს ვერ შოულობს.