რუსმა მოდელმა, ირინა შეიკმა “ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მას ხელში რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე დაწერილი წიგნი უჭირავს.
ფოტომ მოდელის ქართველი, და არამარტო ქართველი, გამომწერების გაღიზიანება გამოიწვია. მას კომენტარებში შემდეგი სახის კომენტარებს უწერენ:
“რუსეთი ოკუპანტია”;
“პუტინი? სერიოზულად?”;
“ამ ნაგავს მართლა კითხულობ? დროა, გამოწერა გაგიუქმო”;
მე რუსი ვარ, მაგრამ არ ვიცნობ არავის, ვინც ამ წიგნს იყიდის. რა მიზეზით გამოაქვეყნე ეს ფოტო? წარმოდგენა არ შემიძლია. ყველაზე საშინელი პრეზიდენტია”, – წერენ კომენტარებში.