დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელიზაბედ მეორე იუბილარია – ის 94 წლის გახდა.
აღსანიშნავია, რომ დედოფლის დაბადების დღე, კორონავირუსის გამო, ვირტუალურად ჩაივლის.
დედოფლის იუბილე წელიწადში ორჯერ აღინიშნება – მისი ბიოლოგიური დაბადების დღე და კორონაციის დღე. ელიზაბედ მეორე 1953 წლის 2 ივლისს ავიდა სამეფო ტახტზე, ის 27 წლის გახლდათ.
დედოფლის დაბადების დღე დიდ ბრიტანეთში განსაკუთრებული ზეიმით აღინიშნებოდა, თუმცა მიმდინარე წელს ყოველგვარი ტრადიციული საზეიმო აქტივობა, მათ შორის, ტრადიციული ზალპები გაუქმდა.