პოლიციამ ბავშვს, რომლის დაბადების დღეზეც არავინ მივიდა, სიურპრიზი გაუკეთა (ვიდეო)

ამერიკის შეერთებულ შტატებში ფრანკლინის საპატრულო პოლიციამ ბავშვს, რომლის დაბადების დღეზეც კორონავირუსის გამო არავინ მივიდა, სიურპრიზი გაუკეთა.

აღნიშნულის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში ბიჭუნას მამა აქვეყნებს წარწერით:

“ჩემს ვაჟს 12 წლის იუბილე ჰქონდა და ცუდ ხასიათზე იყო იმის გამო, რომ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს სადღესასწაულო საღამოზე ვერ შეკრებდა კორონავირუსის გამო. შედეგად, ფრანკლინის პოლიციის დეპარტამენტი გამოჩნდა და ისეთი დაბადების დღეს აჩუქა მას, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებს. საუკეთესო ოფიცრები არიან ამ ქალაქში, რადგან პატარა ბავშვისთვის ეს მოიმოქმედეს”.

კომენტარები

სხვა სიახლეები