კენიაში ზებრისა და ვირის ჰიბრიდი დაიბადა

კენიაში, ჩიულუ ჰილსის ეროვნულ პარკში ზებრამ უჩვეულო შეფერილობის ნაშიერი გააჩინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, პატარას ზებრისთვის დამახასიათებელი ზოლები აქვს, მაგრამ ისინი მუქია და ცხოველის სხეულის მხოლოდ მცირე ნაწილზეა განლაგებული. როცა პარკის თანამშრომლებმა პარკის ახალი ბინადარი შეამოწმეს, გაირკვა, რომ ის ზებრისა და ვირის ნაჯვარია.

კომენტარები

სხვა სიახლეები