იაპონიის ბიზნესუნივერსიტეტში, კურსდამთავრებულების მაგივრად, დიპლომები სტუდენტების გამოსახულებიან რობოტებს გადასცეს (ფოტო)

ტოკიოს ბიზნესუნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა სტუდენტებმა დიპლომები ძალიან უცნაური მეთოდით მიიღეს. მათთვის ქუდების აყრის ტრადიციული ცერემონიალი არ გამართულა. უნივერსიტეტმა ამისათვის რობოტები – Newme გამოიყენა.

რობოტების სახე–მონიტორზე სტუდენტები ონლაინ იყვნენ ჩართულნი, შედეგად მათ დისტანციურად შეძლეს სცენაზე ასვლა, კუთვნილი ქუდისა და დიპლომის მიღება, ასევე, სამადლობელი სიტყვის წარმოთქმა.

მსოფლიოში კორონავირუსის გამო შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, იაპონიაშიც მოქმედებს გარკვეული აკრძალვები და ერთ–ერთი მათგანი სოციალური დისტანცირებაა. იმის გამო, რომ სტუდენტებისა და უნივერსიტეტის ლექტორებითვის თუ თანამშრომლებისთვის საფრთხე არ შექმნილიყო, მიმართეს მსგავს საინტერესო და ორიგინალურ მეთოდს.

კომენტარები

სხვა სიახლეები