გვიცავს თუ არა “შავი პირბადე” კორონავირუსისგან – ინფექციონისტის განცხადებით, ასეთი ნიღბები ინფიცირებულ ნაწილაკებს ატარებს
იმ ტიპის პირბადის შეკერვას, რომ მინიმუმ ქირურგიული სტანდარტი დააკმაყოფილოს, უნდა ცოდნა. მინიმუმ, შეიკეროს იმ ქსოვილისგან, რომელიც უძლებს მაღალ ტემპერატურას (ხარშვას, დასტერილებას). ესეც გამოუვალ შემთხვევაში, შეიძლება ამით ჩანაცვლდეს ე.წ ქირურგიული ნიღბები და არა ეს ახალი “ტრენდული face mask”-ები.
მოკლედ მინდა გამოვეხმაურო შეკითხვას: გვიცავს თუ არა ე.წ. “შავი პირბადე” კორონასგან?
მიუხედავად ბევრი გაფრთხილებისა, ხალხის მასა, რომელსაც ჰგონია, რომ ივლის უდარდელად იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის პირბადე “ჩაიგდო ხელში”, ეს არის აბსურდი.
დღეს იმდენჯერ წავაწყდი ამ პირბადის ხელით “აწევ -ჩაწევ-მორგებას” და ინფექციის ტალღის მიმოქცევას მთელ სახეზე. სჯობდა სულ არ ჰქონოდა და კიდევ უარესი, ასეთი ცუნამიანი ხელის მეორე პირთან კონტაქტს. ამის შემხედვარე მსოფლიოს პირველ ეპიდემილოგსაც კი სტენოკარდიულო შეტევა დაემერთრბოდა. ინფორმაციისთვის ვინც ვიცით და ვინც არ ვიცით კიდევ ერთხელ:
გაცილებით ეფექტური გზააა: სოციალური დისტანცია, ხელის დაბანა და შეგნება, რომელიც წმინდა ქართული მენტალიტეტით, კრიზისშია” – წერს ინფექციონისტი.